Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო კრიზისის განმუხტვის მიზნით, თურქეთის


სამთავრობო კრიზისის განმუხტვის მიზნით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა დღეს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.

სამთავრობო კრიზისის განმუხტვის მიზნით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა დღეს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სამთავრობო კრიზისი თურქეთში ამ რამდენიმე დღის წინათ დაიწყო, როცა ეჯევითის დემოკრატიული მემარცხენე პარტია დატოვა ოთხმა მინისტრმა (მათ შორის, ვიცე-პრემიერმა ჰუსამეთინ ოზკანმა) და პარლამენტის 25-მდე დეპუტატმა. შედეგად პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ახალი კაბინეტის შექმნას მოითხოვს. დღეს, ერთ-ერთ ინტერვიუში, 77 წლის ეჯევითმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ კიდევ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს; თუმცა, პირველად არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG