Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხარემ ხუთშაბათს მოსკოვში სამხედრო


რუსეთის მხარემ ხუთშაბათს მოსკოვში სამხედრო საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ თანახმაა

რუსეთის მხარემ ხუთშაბათს მოსკოვში სამხედრო საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ თანახმაა
საქართველოდან თავის ბაზების გაყვანის ვადები 14-დან 11 წლამდე შეამციროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ.მისი თქმით, რუსეთის მხარის პოზიციის შეცვლის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი კვლავ თვლის, რომ ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისათვის სამი წელი სავსებით საკმარისია. კახა სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა ეფუძნება ექსპერტების დეტალურ გათვლებს.
XS
SM
MD
LG