Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში


დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
პანკისის ხეობაში დაკავებული რუსეთის სამი მოქალაქისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ბრალდებულების: მიხაილ ტიჩკოვის, იური უგრიუმოვისა და ვლადიმირ ბლინოვის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მათი კლიენტები თავდებით გაეთავისუფლებინათ. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გასულ კვირაში, სოფელ დუისთან დაკავებული ტიჩკოვი, უგრიუმოვი და ბლინოვი სტავროპოლის მხარის მილიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. დაკავებულებს საქართველოში შესასვლელი ვიზები არ ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG