Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს სიტყვის


ბელორუსიის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს სიტყვის თავისუფლებას და ცდილობს, დააშინოს დამოუკიდებელი პრესა –

ბელორუსიის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს სიტყვის თავისუფლებას და ცდილობს, დააშინოს დამოუკიდებელი პრესა –
ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გამოაქვეყნა ნიუ-იორკში მოქმედმა ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა”. ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკასადმი გაგზავნილ ღია წერილში მოხსენიებულია ამასწინანდელი სასამართლო პროცესი დამოუკიდებელი გაზეთის ”ნაშა სვობოდას” წინააღმდეგ, აგრეთვე ჟურნალისტ ვიქტორ ივაშკევიჩის დაპატიმრება ივნისში მას შემდეგ, რაც მან მთავრობის წევრები კორუფციაში ამხილა. დოკუმენტში ნათქვამია, აგრეთვე, რომ ბელორუსიაში მოქმედი კანონმდებლობა დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ არის მიმართული. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ლუკაშენკას მოუწოდა, საშუალება მისცეს ჟურნალისტებს, თავიანთი პროფესიული ვალი მოიხადონ და დამოუკიდებლად გააშუქონ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები.
XS
SM
MD
LG