Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობა აპირებს განაახლოს


ავღანეთის გარდამავალი მთავრობა აპირებს განაახლოს ზნეობის რელიგიური პოლიცია, რომელიც თალიბების რეჟიმის დროს მოქმედებდა ქვეყანაში.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობა აპირებს განაახლოს ზნეობის რელიგიური პოლიცია, რომელიც თალიბების რეჟიმის დროს მოქმედებდა ქვეყანაში.
როგორც ავღანეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფაზილ აჰმად მანავიმ განაცხადა დღეს, ახალი უწყება გააკონტროლებს, როგორ იცავენ შარიათის კანონებს, რომლებიც კრძალავს ალკოჰოლის ხმარებას, მეუღლის ღალატს და ჰომოსექსუალიზმს. მანავის სიტყვებით, დამნაშავეებს ელით ფულადი ჯარიმები, სხვადასხვა ვადით პატიმრობა და, ზოგ შემთხვევაში, საჯარო გაროზგვა. სასჯელის ეს ფორმები თალიბების დროინდელზე ბევრად უფრო რბილია. თალიბები მკაცრი აკრძალვების დამრღვევთ აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. ზნეობის პოლიცია უზენაეს სასამართლოს დაექვემდებარება. მისი თანამშრომლები ღვთისმსახურებაზე დასწრებასაც შეამოწმებენ.
XS
SM
MD
LG