Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერალური პროკურორის კაი ნემის


გერმანიის ფედერალური პროკურორის კაი ნემის განცხადებით, გამომძიებელთა მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელის გერმანიაში

გერმანიის ფედერალური პროკურორის კაი ნემის განცხადებით, გამომძიებელთა მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელის გერმანიაში
მოღვაწე წევრები 2001 წლის 11 სექტემბრამდე კარგა ხნით ადრე, წელიწადზე მეტი ხნით ადრე, გეგმავდნენ თავდასხმას ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე. დღესვე ნემმა გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით ოფიციალური ბრალდება წაუყენეს მაროკოს მოქალაქეს მუნირ ელ მოტასადეკს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება გერმანიაში. მოტასადეკს ბრალად ედება სამი ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. გერმანელი პროკურორის თქმით, მოტასადეკი დაახლოებული იყო ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილ მთავარ პირთან მოჰამედ ატასთან, რომელიც მასავით ჰამბურგში ცხოვრობდა. [კაი ნემის ხმა ]“ამ ჯგუფის მიზანი იყო, ისლამური იდეოლოგიის ძალადობრივი ფორმა წმიდა ომის, ანუ “ჯიჰადის” გზით გაევრცელებინა დასავლეთის სამყაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, უწინარეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებში. ამ უჯრედის წევრები უარყოფდნენ დასავლულ ფასეულობებს და იზიარებდნენ აგრესიულ ანტიამერიკულ, ანტიებრაულ პოზიციას.”
XS
SM
MD
LG