Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ ისრაელის მთავრობას


პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ ისრაელის მთავრობას გაუგზავნა წერილი,

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელისუფლებამ ისრაელის მთავრობას გაუგზავნა წერილი,
რომელშიც პროტესტს გამოთქვამს სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას პალესტინელი მოქალაქეების მოკვლის გამო. წერილში გამოთქმულია მოთხოვნა, რომ ისრაელის არმიამ სრული პასუხისმგებლობა იკისროს მკვლელობებისთვის, რომელთაც, წერილის თანახმად, ძალადობის ახალი ტალღის აგორება შეიძლება მოჰყვეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბინიამინ ბენ-ელიეზერის განკარგულებით, უკვე მიმდინარეობს შაბათ-კვირას ჩატარებული ოპერაციების გარემოებათა გამოძიება. ამ ოპერაციების შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – რამდენიმე ბავშვი. ხსენებულ გამოძიებას “თვალებში ნაცრის შეყრა” უწოდა პალესტინელთა ხელმძღვანელობის წევრმა საებ ერექათმა. მისი თქმით, მკვლელობებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად ისრაელის მთავრობას აწევს.
XS
SM
MD
LG