Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაციის ახალ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაციის ახალ ფაზაში შესვლის მიზეზით, პანკისის ხეობა ქართველი ჟურნალისტებისთვის დახურულ ზონად

გამოაცხადა, ეს გასული კვირას ქართული პრესის განსაკუთრებულ ინტერესზე ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისადმი არ ასახულა. მეტიც – უცხოური მედიით გავრცელებული ცნობების შემდეგ, პანკისის ხეობის პრობლემამ ახლებური შეფერილობაც შეიძინა. 6-12 სექტემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა” პუბლიკაციაში სახელწოდებით “პანკისი – ანტიტერორისტულ ქრონიკებში” ამერიკული ტელეკომპანიის CBS-ის მიერ გავრცელებული ცნობის რუსულ ვარიაციას ეხმიანება და შენიშნავს, რომ რუსული მედიის მიერ 11 სექტემბრის ტერაქტის ქართული კვალის აღმოჩენის მიუხედავად, პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია აუღელვებლად, ოლიმპიური სიმშვიდითა და თვალშისაცემი ხალხმრავლობით გრძელდება. გაზეთის თქმით:

თამუნა
“რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ CBS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს. შეერთებული შტატების ხელისუფლებას საქართველოში “წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა მხოლოდ ოფიციალური თბილისის თხოვნით არ დაუწყია. გამორიცხული არ არის, რომ თეთრმა სახლმა საქართველოს მთავრობის გლობალურ ანტიტერორისტულ ფერხულში ჩაბმა სწორედ ზემოთხსენებული სატელეფონო ზარის საფუძველზე გადაწყვიტა. ამ ვერსიას, ალბათ, ვაშინგტონის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის წლეულს ათეულობით მილიონი დოლარის გამოყოფაც ადასტურებს.
თუმცა, ინფორმაცია 11 სექტემბრის ტერაქტის “ქართულ კვალზე” სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში დღესაც იმყოფებიან “ალ-ყაიდას” წარმომადგენლები და ამის საფუძველზე რუსეთს შეუძლია თამამად ამტკიცოს, პანკისის ხეობა საერთაშორისო ტერორისტთა ნავსაყუდელიაო. კრემლში, ალბათ, იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ უარყონ 23 აგვისტოს პანკისის ხეობის დაბომბვაში საკუთარი მონაწილეობა.
მოსკოვში დღემდე უარყოფენ პანკისის ხეობის დაბომბვას და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში “გაღმა შეედავეს” პრინციპით მოქმედებას ანიჭებენ უპირატესობას. ამის ნათელი დადასტურებაა თბილისში რუსი გენერლების ვიზიტის წინ გავრცელებული ღია წერილი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქართველ კოლეგას სწორედ 23 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ დაწერილი ანალოგიური უსტარის პასუხად მიუძღვნა. რუსეთის პრეზიდენტს არ სჯერა პანკისში საქართველოს ხელისუფლების ანტიტერორისტული აქტიურობისა და კვლავ კატეგორიულად მოითხოვს – თუ პანკისში სტაბილურობა გსურთ, რუს სამხედროებსაც დართეთ სპეცოპერაციაში მონაწილეობის უფლებაო. თითქოს ჩეჩნეთში უკვე ყველაფერი მოაგვარეს; თითქოს გროზნოს თავზე რუსული შვეულმფრენები უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.


გიგა
7 სექტემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ანტიქართული საინფორმაციო ომი ძალას იკრებს. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებების ტონი შეარბილა, ამერიკის ხელისუფლების მიერ რუსეთის დეზინფორმაციების უარყოფის გამო, მაგრამ დეზინფორმაციის ნაკადი რუსეთიდან მაინც არ მცირდება – შენიშნავს “რეზონანსი”. მორიგი ტყუილი კი კვლავ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციაში რუსეთის მონაწილეობის საკითხს უკავშირდება. გაზეთის ცნობით:

თამუნა

8 სექტემბერს რუსეთის მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტოებმა “ბი-ბი-სიმ” და ფრანც-პრესმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთი და საქართველო პანკისის ხეობაში ერთობლივი სპეცოპერაციისჩატარებაზე შეთანხმდნენ. უფრო მეტიც, რუსი მილიციელები, თურმე, უახლოეს დღეებში პანკისს ესტუმრებიან. ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბაქოში მიმდინარე დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში კობა ნარჩემაშვილი თავის რუს კოლეგას შეხვდა.
ამ ცნობას უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა აბსოლუტური ტყუილი უწოდა. “მე რაც ვიცი, შსს-ს ხელმძღვანელობას ჰქონდა რუს კოლეგებთან შეხვედრა, მაგრამ არავითარი შეტანხმება სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე არ მომხდარა. რუსეთი უკვე სერიოზულ პროვოკაციულ საინფორმაციო ომს მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ, რაღა საქართველოს სახელწმიფოს იმიჯი შეელახოს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ამ ომით რუსეთს უნდა, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ საქართველო ტერორისტების მფარველი ქვეყანაა” – უთხრა რეზონანსს უშიშროების პრესსამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა.
“რეზონანსის” კონფიდანციალური წყაროს ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებისას რუსეთს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ჩეჩნების აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მიმართონ იმ მოტივით, რომ რუსეთი და საქართველო მათ ერთობლივად უპირისპირდება. და კიდევ ერთი ინფორმაცია: გუშინ გავრცელდა ხმები, თითქოს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის დუმის წარმომადგენელი ივან რიბკინი, რომელიც საიდუმლო ვითარებაში შეხვდება პრეზიდენტ შევარდნაძეს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, რიბკინი აპირებს, შევარდნაძეს შუამავლის როლი შესთავაზოს რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. კანცელარიაში ამ ინფორმაციას ისევე უარყოფენ, როგორც პანკისში ერთობლივი ქართულ-რუსული ოპერაციის ჩატარების ალბათობას.


გიგა
“რუსეთს საქართველოში ტანკიც უნდა და ბანკიც” – ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი “24 საათი” ინტერვიუს უშიშროების საბჭოს მდივანთან თედო ჯაფარიძესთან, რომელიც პანკისის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის მიზანს ასე განმარტავს – ის ვაკუუმი, რომელიც ჩეჩენი მებრძოლების პანკისის ტერიტორიის დატოვების შემდეგ შექმნა, ქართულ საჯარისო ფორმირებებით შევსებულიყო. მისივე განცხადებით, დღეს პანკისში ჩეჩენი მებრძოლების ნამდვილად აღარ იმყოფებიან. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აისახება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები საქართველოზე, თედო ჯაფარიძე პასუხობს:

თამუნა
აშშ-რუსეთის ურთიერთობებში დათბობის ფაზას, შესაძლოა, ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა მოჰყვეს, მაგრამ, არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ რაც უფრო თბილი ურთიერთობა იქნება რუსეთ-ამერიკას შორის, საქართველო რუსეთთან პრობლემებს მით უფრო ადვილად მოაგვარებს. ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო რუსერთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი და რაც უფრო პოზიტიური გახლდათ ეს დიალოგი, მით უკეთესი იყო ჩვენთვის.
რაც შეეხება აშშ-რუსეთის ურთიერთობების გავლენას საქართველოზე, მთავარია, ქვეყანა გამაგრდეს შიგნიდან. ერთადერთო, რაც შეიძლება გავაკეთოთ, შინაგანი გაძლიერებაა. ამით უფრო მიმზიდველები ვიქნებით ჩვენი მოკავშირეებისათვის და მტერიც მეტი პატივისცემით მოგვეპყრობა.
აუცილებელია, რეფორმები დაჩქარდეს, მათ შორის – სამართალდამცავი ორგანოების. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მეგობრებიც უფრო აქტიურად დაგვეხმარებიან. საქართველო აშშ-ის ინტერესების სფეროშია. თუმცა, ინტერესების დეფინიცია ამერიკელებთან არ ნიშნავს გავლენის სფეროს. ვაშინგტონის ინტერესებში სტაბილური საქართველო და სტაბილური კავკასია შედის. ამიტომ გვეუბნებიან ამერიკელები : “ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ.”
XS
SM
MD
LG