Accessibility links

საქართველო მიესალმება პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად


საქართველო მიესალმება პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ს დახმარების გაზრდის შესაძლებლობას,

საქართველო მიესალმება პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ს დახმარების გაზრდის შესაძლებლობას,
თუმცა ამ რეგიონში სპეცოპერაციას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები განახორციელებენ, - განაცხადა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს აშშ-ს სპეცრაზმის ქვედანაყოფების პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციაში ჩართვის შესაძლებლობას. ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს იემენსა და საქართველოში აშშ-ს სპეცრაზმის კონტინგენტის გაფართოებას, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ტერორისტებთან ეფექტურ ბრძოლას უკავშირდება. ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, 25 აგვისტოს დაიწყო. მიმდინარე კვირის ორშაბათიდან პრეზიდენტის ბრძანებით იგი აქტიურ ფაზაში შევიდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG