Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი უარს იტყვის განიარაღების თაობაზე


ბაღდადი უარს იტყვის განიარაღების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი ახალი რეზოლუციის შესრულებაზე, თუკი მასში ახალი მოთხოვნები იქნება წამოყენებული.

ბაღდადი უარს იტყვის განიარაღების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი ახალი რეზოლუციის შესრულებაზე, თუკი მასში ახალი მოთხოვნები იქნება წამოყენებული.
ერაყის სახელმწიფო რადიოს ცნობით, ასეთი გადაწვეტილება მიიღო სადამ ჰუსეინმა მთავრობის წევრების თათბირზე. მანამდე ერაყი დათანხმდა სამხედრო ინსპექციის განახლებას. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ერაყის ამ გადაწყვეტილებას ფანდი უწოდა და მოუწოდა გაეროს, მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელიც განიარაღების საერთაშორისო ექსპერტებს ერაყის ობიექტების თავისუფლად მონახულების საშუალებას მისცემს. ვაშინგტონის აზრით, დოკუმენტში, აგრეთვე განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული ზომები ბაღდადის მიმართ, თუკი იგი უარს იტყვის გაეროსთან თანამშრომლობაზე. დღეს შეერთებული შტატების გენერალმა ტომი ფრენკსმა, რომელიც შეერთებული შტატების არმიის ცენტრალურ ხელმძღვანელობას უდგას სათავეში, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშს არ მიუღია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების თაოობაზე გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG