Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დადებითად შეაფასა გასულ კვირას მაკედონიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დადებითად შეაფასა გასულ კვირას მაკედონიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
ქვეყნის პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკის მისამართით გაგზავნილ წერილში პაუელი აღნიშნავს, რომ მაკედონელებმა ხმა მისცეს ”მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას”. პაუელის აზრით, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი სახის ექსტრემიზმისგან ქვეყნის დაცვას. 15 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ოპოზიციურ კოალიციას სოციალ-დემოკრატების მეთაურობით ერთი ხმა დააკლდათ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად.
XS
SM
MD
LG