სლოვაკეთში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგები ცხადყოფს,
რომ მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიებმა ხმების საკმარისი რაოდენობა მოაგროვეს ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. პრემიერ-მინისტრ მიკულაშ ძურინდას დემოკრატიულმა და ქრისტიანულმა კავშირმა ხმების 15 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა, ხოლო მისმა მოკავშირეებმა მმართველ კოალიციაში: ქრისტიან-დემოკრატებმა და უნგრელთა კოალიციის პარტიამ, ერთად, თითქმის ოცი პროცენტი. პირველს 8,25 ერგო, ხოლო მეორეს – 11,2. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ მეჩიარის პარტიას ამომრჩეველთა ცხრამეტნახევარმა პროცენტმა დაუჭირა მხარი, შვიდნახევარი პროცენტით ნაკლებმა, ვიდრე 1998 წელს. არჩევნებამდე დასავლეთის ქვეყნები აცხადებდნენ, რომ მეჩიარის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სლოვაკეთის გაწევრიანება ნატოში. მეჩიარის მმართველობის პერიოდში, 1994-98 წლებში, სლოვაკეთში ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკა ტარდებოდა.