Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა


ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა,

ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებით დადასტურდა,
რომ ვირჯინიის შტატის ქალაქ ფრედერიკსბურგში, ბენზინის გასამართ სადგურთან პარასკევს მომხდარი მკვლელობა – სერიული მკვლელის მეცხრე დანაშაულია. 2 ოქტომბრიდან მოყოლებული, ამ ინკოგნიტო ფანატიკოსის ძალადობამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; 2 –მძიმედაა დაჭრილი. პოლიცია განაგრძობს დამნაშავის ძებნას. ინფორმაციისთვის, სერიული მკვლელის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ, 350 ათასი დოლარის ფულადი ჯილდოა დაწესებული. საქმეს ის ართულებს, რომ გამოძიებას არა ჰყავს დანაშაულის თუნდაც ერთი მოწმე. ცნობილია მხოლოდ, რომ ეს ბოროტმოქმედი სნაიპერი ერთი გასროლით კლავს უდანაშაულო ადამიანებს.
XS
SM
MD
LG