Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები


დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ.
ისინი განიხილავენ საკითხებს, რომელიც შეტანილი იქნება 24-25 ოქტომბრისთვის, ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგში. როგორც მოსალოდნელია, სამიტის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების დაფინანსება იქნება. ყველაზე რთულ საკითხად სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირება რჩება. საფრანგეთი უარს ამბობს 2004 წლიდან დაგეგმილი სოფლის მეურნეობის სუბსიდიების შემცირებაზე, რის ინციატორადაც გერმანია გამოდის იმ მოტივით, რომ ნაადრევად მიაჩნია ევროკავშირის გაფართოების შედეგად შეძენილ ნაწილში სოფლის მეურნეობის რეფორმაზე საუბარი. გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ყველაზე დიდი დამფინანსებელია. ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები ბრიუსელში მომავალი წევრი ქვეყნებისთვის რეგიონული დახმარების გაწევის თაობაზე და თავად ამ ქვეყნების ევროკავშირის ბიუჯეტის შევსებაში მონაწილეობაზეც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG