Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირმა ირანში ქალთა უფლებების


სასულიერო პირმა ირანში ქალთა უფლებების დაცვა განიზრახა. ოპოზიციის წევრებმა,

სასულიერო პირმა ირანში ქალთა უფლებების დაცვა განიზრახა. ოპოზიციის წევრებმა,
ჟურნალისტებმა და სასულიერო პირებმა, ირანში, სულ 130-დე ადამიანმა დღეს გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც პროტესტია გამოთქმული სასულიერო პირის დაპატიმრების გამო, რომელმაც განაცხადა, რომ ქალებს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის უფლება -–ატარონ თუ არა ტრადიციული ისლამური ტანსაცმელი. განაცხადების ავტორებს მოჰყავთ ირანის კონსტიტუციის ის მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ არავინ არ უნდა იქნეს დასჯილი საკუთარი რწმენის გამო. ეს ღია წერილი ირანის პრეზიდენტს მოჰამად ხათამის, უზენაესი სასამართლოს წევრებს, აგრეთვე გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს გაეგზავნა.
ჰასან იუსეფი ეშქევარის თავდაპირველად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ისლამის შეურაცყოფის ბრალდებით 2000 წელს. მოგვიანებით, სასჯელის უმაღლესი ზომა, ეშქევარის შვიდწლიანი პატიმრობით შეუცვალეს.


XS
SM
MD
LG