Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მოვლენების მთავარმა მოქმედმა პირმა


მოსკოვის მოვლენების მთავარმა მოქმედმა პირმა მოვსარ ბარაევმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს ჟურნალისტთან საუბარში უარყო პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება

მოსკოვის მოვლენების მთავარმა მოქმედმა პირმა მოვსარ ბარაევმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს ჟურნალისტთან საუბარში უარყო პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება
მოსკოვის ძალადობრივი ოპერაციის უცხოეთიდან მართვის შესახებ. ბარაევმა განაცხადა, რომ მას და მის თანამებრძოლებს დიდი დრო დასჭირდათ თეატრის აღების დასაგეგმად და ისინი ოთხშაბათამდე ბევრჯერ ესტუმრნენ მოქმედების ადგილს. მან დასძინა, რომ ოპერაციის განხორციელებამდე მათ ვიდეო-ფირზე ჩაწერეს საკუთარი მოთხოვნები და შუამავლის საშუალებით გადასცეს "ალ ჯაზირას" ტელევიზიას, რომელმაც ის ეთერში გაუშვა.
XS
SM
MD
LG