Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ემნისტი ინტერნეიშენალის" ცნობით


"ემნისტი ინტერნეიშენალის" ცნობით,

"ემნისტი ინტერნეიშენალის" ცნობით,
რუსეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებმა. სრული განუკითხაობაა მთელს ქვეყანაში - განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე მოსკოვში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ირენ კანმა. მისი სიტყვით, ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა სამხედროებს, მილიციასა და სამართალდამცავ უწყებათა სხვა წარმომადგენლებს აკისრიათ. პატიმრებს, რუსეთში, აწამებენ და ყოველნაირად ამცირებენ. პატიმრათა შორის ბევრი - არასრულწლოვანია - დასძინა ირენ კანმა. ემნისტი ინტერნეიშენალი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას გააუქმოს ქვეყანაში "ჩაწერა" და შეამციროს დაპატიმრებული ბავშვების რიცხვი.
XS
SM
MD
LG