ამას პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნაც დაემატა და ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ გამოსავლის პროგნოზირება შეუძლებელი გახდა. ადრე შევარდნაძე ბათუმში ჩასვლით ახერხებდა ხოლმე აბაშიძესთან წარმოქმნილი უთანხმოების დაძლევას, ახლა კი პრეზიდენტი აბაშიძისგანაც იმასვე ელის და აჭარის ლიდერს თბილისში ეპატიჟება.
საინფორმაციო სააგენტო „კავკასპრესმა“ 5 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასლან აბაშიძე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ერთადერთ გზად რუსული მხარის მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვას მიიჩნევს. როგორც ჩანს, ეს ის წინადადებებია, რომელიც აბაშიძემ შევარდნაძისათვის გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა. აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მის ინიციატივას რუსეთის ხელისუფლება უჭერს მხარს. საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” ინტერვიუში აბაშიძის ნაბიჯებით კმაყოფილება გამოთქვა აფხაზ სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამაც.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი აბაშიძის ინიციატივაში ყველაფერს კიდეც რომ იზიარებდეს, გაღიზიანების საფუძველს იძლევა თავად ის ფაქტი, რომ შეთანხმება ჯერ მოსკოვთან მოხდა და თბილისს არავინ არაფერი ჰკითხა. მით უმეტეს, რომ აბაშიძის “აღორძინების კავშირი” ედუარდ შევარდნაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორიცაა.
“აღორძინება” პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას აბრალებს. თავად შევარდნაძე კი იმპიჩმენტის საფუძვლიანობას ასე აფასებს:
[შევარდნაძის ხმა] „რაც შეეხება ჩემ მიმართ წამოყენებულ ამ მოთხოვნას, რომ განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მე მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, საერთოდ, მეუხერხულება და ცოტა უკეთ უნდა ვიცნობდეთ, ალბათ, კონსტიტუციას და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის საქმიანობას და მოვალეობას, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს.“
თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი კონსტიტუციური უფლებები რომელიმე სახელმწიფო მოხელემ ან თუნდაც პრეზიდენტმა დაარღვია, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. სავარაუდოა, რომ შევარდნაძე სწორედ ამაზე მიანიშნებდა. მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სხვა მიზეზის გამოც დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. კერძოდ კი, უთანხმოება ჩამოვარდა იმპიჩმენტის ინიციატორ ძალებს შორის. “აღორძინების კავშირის” წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია ამას ასე ხსნის:
[ბაღათურიას ხმა] „შევარდნაძემ ნახა, რომ მის მიმართ რადიკალურად დაპირისპირებული ელექტორატის რიცხვი კატასტროფულად იზრდება, გაჩნდა საფრთხე, რომ ამ ელექტორატის მხარდაჭერა მიიღოს მისმა, მართლაც, რეალურმა ოპონენტმა ბატონმა აბაშიძემ და, აი, ამ ხმების გასაყოფად შექმნა მის მიმართ რადიკალურად დაპირისპირებული ოპოზიცია.“
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის გატანის უპერსპექტივობის გამო ბაღათურია აცხადებს, რომ “აღორძინება” ამომრჩეველთა ხელმოწერებს შეაგროვებს. თავად ეს პროცესი კი პოლიტიკური კამპანიაა, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის თუნდაც საბიუჯეტო დაპირისპირებას მხოლოდ მისი ლიდერების პოლიტიკური მიზნები უდევს საფუძვლად.
შევარდნაძე ამ დაპირისპირების ბალანსირებისათვის კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, ოღონდ ამჯერად შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას მისი პირადი წარმომადგენლისგან მოითხოვს.
[შევარდნაძის ხმა] „შევთავაზე ბატონ ასლანს: ჩამოდი თბილისში, არავითარი საფრთხე აქ შენს სიცოცხლეს არ ემუქრება, მე თვითონ დაგხვდები აეროდრომზე და მანქანით ერთად წამოვალთ; შემდეგ, თუ საჭიროა, 1 ან 2 დღის განმავლობაში განვიხილოთ ყველა საკითხი. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, თვითონ ამისთვის მზად არ არის.“
ეს კი, პარლამენტისა თუ თბილისის საკრებულოს ირგვლივ დაძაბულ დაპირისპირებასთან ერთად, ფართო პოლიტიკური კრიზისის წინაპირობებს ქმნის.