Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელთა განცხადებით, ბაღდადი


ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელთა განცხადებით, ბაღდადი ტოლერანტულ რეაქციას არ უნდა მოელოდეს, თუ ისევ უარს იტყვის მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობაზე.

ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელთა განცხადებით, ბაღდადი ტოლერანტულ რეაქციას არ უნდა მოელოდეს, თუ ისევ უარს იტყვის მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობაზე.
როგორც აშშ-ის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისმა კვირას სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ის ეჭვობს, რომ ერაყი დაემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. მისივე თქმით, რეზოლუციის დარღვევას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება. ხოლო სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის განცხადებით, ბაღდადს არ მიეცემა უფლება, განიარაღების ექსპერტები თებერვლამდე დააყოვნოს, როცა ამოიწურება მათ მიერ განიარაღების საკითხში ერაყის მოქმედების შეფასების ვადა: [პაუელის ხმა]"თანამშრომლობა ახლავე უნდა დავიწყოთ, თებერვლამდე არ უნდა ვიცადოთ, რათა ექსპერტებმა საქმის გაკეთება მოასწრონ. თანამშრომლობის შემთხვევაში ექსპერტები გააკეთებენ თავიანთ საქმეს. მაგრამ თუ თანამშრომლობა არ შედგა, მოველით, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი და საერთაშორისო ატომური სააგენტოს თავმჯდომარე ელ-ბარადეი ამის შესახებ შეატყობინებენ გაეროს, და გაერო დაუყოვნებლივ შეიკრიბება სამოქმედო გეგმის განსახილველად". იუწყებიან აგრეთვე, რომ კვირას ქაიროში გაეროს განიარაღების ექსპერტებთან ერაყის თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდეს, დაპირებისამებრ, ომის დასაწყებად არ გამოიყენოს რეზოლუცია.
XS
SM
MD
LG