გაეროს განიარაღების ექსპერტებმა დღეს ერაყში პირველი ინსპექციები ჩაატარეს ბოლო ოთხი წლის მანძილზე.
ინსპექტორებმა კმაყოფილება გამოთქვეს ერაყის მხარის წარმომადგენელთა თანამშრომლობით. როგორც ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრი პერიკოსმა ბაღდადში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ინსპექტორებმა მთლიანად შეასრულეს დღის გეგმა, რაც ერაყის ოფიციალურ პირთა დამსახურებაა. ანალოგიური შეფასება გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა ჟაკ ბოტემაც. ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ინსპექტორებმა შეამოწმეს რაკეტების საგამოცდო პოლიგონი და ბაღდადის მახლობლად მდებარე პოტენციური ბირთვული ობიექტი. პარიზში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ თუ ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ერაყი მართლაც არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს, გაერო განიხილავს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების ან შეჩერების საკითხს. დღესვე, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში მისი ქვეყანა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას მისცემს შეერთებულ შტატებს.