Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, იგი მოელის, რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი უარს იტყვის მასობრივი განადგურების იარაღზე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით, იგი მოელის, რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი უარს იტყვის მასობრივი განადგურების იარაღზე.
[ბუშის ხმა] "მალე მსოფლიო განსაზღვრავს, აპირებს თუ არა სადამ ჰუსეინი იმის გაკეთებას, რასაც მისგან ვითხოვთ. ესაა სრული განიარაღება მშვიდობის საკეთილდღეოდ. ეს უკვე აღარაა თამაში, რომლის დროსაც შემიძლია ერთი ვთქვა და მეორე გავაკეთო. ჩვენ მისგან განიარაღებას მოველით და ახლა მისი საქმეა, გააკეთებს ამას თუ არა. დრო აჩვენებს, სურს თუ არა მას ამის გაკეთება", თქვა ბუშმა. ბუშის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა დღეს თქვა, რომ, თეთრი სახლის აზრით, ერაყს კვლავაც მოეპოვება მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეძლებენ თუ არა გაეროს განიარაღების ექსპერტები გააქარწყლონ ერაყის მტკიცება, თითქოს მას არ ჰქონდეს ასეთი იარაღი.

XS
SM
MD
LG