Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, მას მერე, რაც მათ მიიღეს ერაყის მიერ გაეროსთვის გადაცემული მისი სამხედრო პროგრამების

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, მას მერე, რაც მათ მიიღეს ერაყის მიერ გაეროსთვის გადაცემული მისი სამხედრო პროგრამების
ანგარიშის ასლები, შეუდგნენ მის დამუშავებას. ეს რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, რუსეთის და ჩინეთის ჩათვლით. არამუდმივი წევრები, ამ ანგარიშის შემოკლებულ ვარიანტს გაეცნობიან. ნორვეგიამ და სირიამ გააპროტესტა ეს წესი და მოითხოვეს, მათთვისაც გაეცნოთ ანგარიში.ერაყმა კი გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომ მისი ანგარიშის ასლი შეერთებულ შტატებს გადასცეს. ბაღდადის ბრალდებით, აშშ-ს შეუძლია კონტექსტის მანიპულირებით, ომის დაწყების საბაბი გამოძებნოს.
დღეს გაეროს ინსპექტორებმა, რომელთა რიცხვი 32-ით გაიზარდა, ერაყში შეამოწმეს ხუთი ის ობიექტი, სადაც შესაძლებებლი იქნებოდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა. მათ შორის იყო ფაბრიკა სირიის საზღვართან, სადაც ბომბის დასამზადებლად ურანის დამუშავება შეიძლებოდა.
XS
SM
MD
LG