მიმოხილვაში, რომელსაც პროგრამის ბოლოს გთავაზობთ, გაგაცნობთ დასავლეთის წამყვანი გაზეთების გამოხმაურებას ორივე თემაზე, აგრეთვე პუბლიკაციებს, რომლებიც ეძღვნება მოსკოვის მოთხოვნას ბრიტანეთიდან ჩეჩნეთის წარმომადგენლის, ახმედ ზაკაევის ექსტრადიციის შესახებ.
დავიწყებთ ევროკავშირის სამიტით, რომელსაც ხუთშაბათს და პარასკევს დანიის დედაქალაქი მასპინძლობდა. აი, რას წერს 13 დეკემბრის ნომერში პარიზის ყოველდღიური “ტრიბიუნი” ამ, მისი შეფასებით, ისტორიული თავყრილობის შესახებ:
“კოპენჰაგენის შეხვედრაზე ევროპის სახელმწიფოები კიდევ ერთხელ – მართალია, სიმბოლურად, მაგრამ საბოლოოდ - დაანგრევენ ბერლინის კედელს. ისევ გაერთიანდება ოჯახი, რომელიც საბედისწერო იდეოლოგიურმა განხეთქილებამ, ნახევარი საუკუნით გახლიჩა. იალტის ცინიკური გადაწყვეტილება დაიძლევა და ევროპა ისევ გახდება თავისი ბედის ბატონ-პატრონი. ამ, გადამწყვეტ მომენტში სამიტში მონაწილე ქვეყნებმა საერთო იდეალის სასარგებლოდ უკან უნდა დააყენონ თავიანთი კერძო ინტერესები.”
მაგრამ კერძო ინტერესების უკან დაყენება არც ისე იოლი გამოდგა, რის გამოც სამიტის მთავარი მიზანი –ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10 ახალი ქვეყნის მიწვევა, კინაღამ მიუღწეველი დარჩა. რამდენიმე კანდიდატი ქვეყანა (პირველ რიგში პოლონეთი უნდა დასახელდეს), ფაქტობრივად, ბოლო მომენტამდე აწარმოებდა მოლაპარაკებას ევროკავშირის ლიდერებთან გაწევრიანების უკეთესი ფინანსური პირობების მისაღწევად – წარმატებით. მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს, რის შემდეგაც გავრცელდა ცნობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10 სახელმწიფოს ოფიციალურად მიწვევის შესახებ. აი, როგორ გამოეხმაურა ამ მოვლენას ვარშავაში გამომავალი “გაზეტა ვიბორჩას” მთავარი რედაქტორი, ყოფილი დისიდენტი ადამ მიხნიკი:
“საერთოდ, პათეტიკურ განცხადებებს თავს ვარიდებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შეგვიძლია, სიხარულით და სიამაყით ვთქვათ: პოლონეთში, ჩვენს სამშობლოში, რაღაცა კარგი მოხდა. დემოკრატიულ ევროპის წევრი გავხდით. ასრულდა ოცნება რამდენიმე თაობისა, რომლებიც ტოტალიტარული დიქტატურების კედლებით იყვნენ გარშემორტყმული. ჩვენთვის, ვინც ერთ დროს ოპოზიციას მივეკუთვნებოდით, ეს არის 1980 წლის აგვისტოს (დამოუკიდებელ პროფკავშირ “სოლიდარობის” დაარსების) ნამდვილი დაგვირგვინება”.
პოლონეთისაგან განსხვავებით, თურქეთმა მიზანს ვერც კოპენჰაგენში მოლაპარაკების მეშვეობით მიაღწია – ანკარის მოთხოვნას, რომ ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება გაისად დაწყებულიყო, კავშირმა უარით უპასუხა. აი, რას წერს ამ საკითხზე რომში გამომავალი ყოველდღიური “ილ მესაჯერო”:
”უთანხმოებამ... თურქეთის საკითხზე საკმაოდ გაამწვავა დაძაბულობა კოპენჰაგენში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გერმანია-საფრანგეთის წინადადებამ გადაჭრა. ისე, თურქეთის საკითხში ორივე ქვეყნის პოზიცია იმთავითვე სრულიად მოუქნელი იყო. ორივე ქვეყანას სურს, 2004 წელს შეამოწმოს, ასრულებს თუ არა ნახევარმთვარის ქვეყანა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად აუცილებელ პირობებს. ხოლო მათგან განსხვავებით, ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია, ხედავს აუცილებლობას, ხელი შეუწყოს მუსლიმანურ ქვეყანაში – თურქეთში – დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც მომავალში მოდელად გამოადგებათ სხვა მუსლიმანურ ქვეყნებს.”
ასეთ აუცილებლობას ხედავს გაზეთი “ნიუ იორკ ტაიმსიც”, რომლის სარედაქციო სტატიაში “საზიანოდ” არის მოხსენიებული ევროკავშირში ანკარის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხის 2004 წლამდე გადადება.
“ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა თურქეთის დასავლეთში ინტეგრირების ხელშეწყობის საუცხოო შანსი. ეს არის საკითხის არასაჭირო და საზიანო გაჭიანურება, მით უმეტეს ახლა, როცა თურქეთის ელექტორატმა აირჩია ისლამური ტრადიციისა და იმავდროულად დასავლური ორიენტაციის პარტია. ეს ხომ იშვიათი კომბინაციაა, რომელიც, შესაძლოა, მისაბაძი მოდელი გამხდარიყო დანარჩენი მუსლიმანური ქვეყნებისათვის.”
რაც შეეხება დასავლეთის პრესაში ასევე ფართოდ გაშუქებულ სიახლეებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას უკავშირდება, კვირის დასაწყისში ყურადღების ცენტრში მოექცა ჩრდილოეთ კორეაში დამზადებული “სკადის” ტიპის რაკეტების აღმოჩენა გემზე, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იემენისაკენ მიეშურებოდა. შეერთებულმა შტატებმა გემი დააკავა, მაგრამ ორიოდე დღეში ისევ გაათავისუფლა და ნება დართო, იარაღი დანიშნულების ადგილას ჩაეტანა – შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ “ნოიე ციურხერ ცაიტუნგის” ვარაუდით, ასე მალე, ალბათ, იმიტომ, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია იემენს ანტიტერორისტულ ომში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.
ხოლო “ვაშინგტონ პოსტის” კომენტარი სარკაზმით გამოირჩევა: “გემის დაკავება ვაშინგტონის ადმინისტრაციის ახალი, კუნთების თამაშსა და აღმკვეთ ღონისძიებებზე დამყარებული პოლიტიკის ერთი პრაქტიკული მაგალითი იყოო”, წერს გაზეთი და დასძენს, რომ გემის გაშვების “მთელი ეპიზოდი იმის საილუსტრაციოდ გამოდგება, რომ ეს, მრავალგზის განხილული დოქტორინა ქაღალდზე უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე რეალობაში.”
თუმცა, პრესაში მოღვაწე ჟურნალისტები თვალს არ ხუჭავენ საფრთხეზე, რომელიც ჩრდილოეთი კორეის მიერ იარაღის დამზადებას და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება. “ჩრდილოეთმა კორეამ თავისი ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე დაამტკიცა, რომ ნამდვილი “ბოროტმოქმედი სახელმწიფოაო”, წერს ბრიტანეთის გაზეთი “დეილი ტელეგრაფი” სარედაქციო სტატიაში და ამ მკაცრ შეფასებას შემდეგნაირად ასაბუთებს:
“ფხენიანმა 1983 წელს აფეთქება მოუწყო სამხრეთი კორეის მთავრობის წევრებს; მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი აქვს ხელშეკრულება ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, მთელი პლუტონი არ გაუტანია თავისი რეაქტორებიდან; ბოლო ხანს ჩრდილოეთმა კორეამ ისიც კი აღიარა, რომ ურანის გამდიდრებაზე მუშაობს... მას ხელთა აქვს ბალისტიკური იარაღიც, რომელსაც საექსპორტო შემოსავლის მთავარ წყაროდ იყენებს.”
ამიტომ, "დეილი ტელეგრაფი" რეგიონის სახელმწიფოებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ჩრდილოეთი კორეიდან მომდინარე საფრთხის აღსაკვეთად. სარედაქციო წერილში გამოთქმულ აზრს თუ დავუჯერებთ, დადგა დრო, როცა მეზობლებმა ერთობლივი ძალებით უნდა სცადონ ფხენიანის დარწმუნება მასობრივი განადგურების იარაღზე უარის თქმის აუცილებლობაში, რის გარეშე ჩრდილოეთი კორეისათვის შეუძლებელი იქნება დიპლომატიური იზოლაციისა და სიდუხჭირისათვის თავის დაღწევა. ეს მოწოდება განსაკუთრებით აქტუალურად ჟღერს 12 დეკემბრის მერე, ანუ მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოაცხადა, რომ აპირებს, განაახლოს ატომური ენერგიის პროგრამა. როგორც ბარსელონაში გამომავალ “ვანგუარდიაში” ვკითხულობთ:
“ატომური რეაქტორების ჩართვით ჩრდილოეთი კორეა ისევ ამწვავებს დაძაბულობას შორეულ აღმოსავლეთში. ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთკორეელ მეზობლებს თავზარი დასცა. სეულმა უკვე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა. გამოთქვამენ ეჭვს, რომ ჩრდილოეთი კორეა აპირებს, ატომური ბომბების დასამზადებლად გამოიყენოს თავისი ატომური ელექტროსადგურები.”
დღევანდელი მიმოხილვის ბოლო თემა კავკასიის რეგიონის უმწვავეს პრობლემას - ჩეჩნეთის კონფლიქტს უკავშირდება. ეს არის მოსკოვის მოთხოვნა, მეამბოხეთა წარმომადგენლის, ახმედ ზაკაევის ბრიტანეთიდან ექსტრადიციის შესახებ. ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი” ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უარყოს მოსკოვის მოთხოვნა, რომელსაც, როგორც სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ, “არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საფუძველი აქვს.”
“ზაკაევის დანაშაული სინამდვილეში ის არის, რომ დამაჯერებლად ასაბუთებს თვითგამორკვევისაკენ ჩეჩენთა მშვიდობიანი მისწრაფების უფლებას. ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს ამბობს ჩეჩნეთის არჩეულ ლიდერებთან მოლაპარაკებაზე და ქმნის ახალ, მოსკოვში დამზადებულ კონსტიტუციას ჩეჩნებისათვის, რომელთაც მოსკოვის მომხრე ჩეჩენი ლიდერები ეყოლებათ”.
“გარდიანის” შეფასებით, პუტინის ეს გეგმა მარცხისათვის არის განწირული, ასე რომ რუსეთის პრეზიდენტს უფრო კონსტრუქციულ გამოსავალზე ფიქრი ჰმართებს. მიუნხენში გამომავალ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგს” კი უკვირს, რომ მოსკოვის მოთხოვნა ბრიტანეთიდან ზაკაევის ექსტრადიციის შესახებ იმავე არგუმენტებს ემყარება, რომელთაც დანიიდან მისი ექსტრადიციის მოთხოვნა ეყრდნობოდა. “დანიაში ხომ უკვე ითქვა, რომ მოსკოვის მიერ წარმოდგენილი სამხილები ზაკაევის ტერორისტული საქმიანობის შესახებ “არასაკმარისი და არადამაჯერებელიაო”? გაოცებული კითხულობს “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” და ამ შეკითხვის პასუხად შემდეგ განმარტებას გვთავაზობს:
“მოსკოვი აზროვნებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კატეგორიებით: მსოფლიო გაერთიანებული ძალებით ებრძვის ტერორიზმს. ასე რომ, მოსკოვი ტერორისტად რაცხავს ზაკაევს, იმის მაგივრად, რომ აღიაროს ჩეჩნების წარმომადგენლად, რომელთანაც რუსეთის წარმომადგენლები არცთუ დიდი ხნის წინათ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ ტონი ბლერთან ვლადიმირ პუტინის მეგობრული ურთიერთობა მას ზაკაევის ექსტრადიციის საკითხში დაეხმარება. სასამართლოებს როგორც დანიაში, ისე ბრიტანეთში, არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებებთან - ისინი მოქმედებენ, როგორც ნაწილი იუსტიციის სრულიად დამოუკიდებელი სისტემისა”.