ადვილი დასავიწყებელი არ არის სულ მარტივი მიზეზის გამო: ამ ავარიის შედეგი ტანჯავს არა მარტო რეგიონში იმ დროინდელ მცხოვრებთ, არამედ იქ ავარიის შემდგომ დაბადებულ ბავშვებსაც.
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც მიზნად ჩერნობილის ავარიის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ბავშვების, დახმარება დაისახეს მიზნად და ამ საქმეს უანგაროდ ემსახურებიან.
მინდა ამ ორგანიზაციების შესახებ გიამბოთ.
ავარიის შედეგად მოწამლულ რეგიონში ახლა ორ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ბელორუსიის ერთ- ერთი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრის მონაცემებით, კატასტროფის შემდგომ განსაკუთრებით გაიზარდა 14 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა გომელისა და მოგილიოვის ოლქებში. გახშირდა ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, აგრეთვე, ყურის ანთება, კანის დაავადებები, ანემია, თვალის კიბო; დრამატულად გაიზარდა, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის კიბო სულ პატარა, 5 წლამდე ასაკის, ბავშვებში. მინსკის რადიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა გამოკვლევა ჩაატარა იმავე გომელსა და მოგილიოვში და დაადგინა, რომ რეგიონში ქალის რძე შეიცავს მომაკვდინებელი იზოტოპების მაღალ დოზას. კიდევ ერთი ცნობა: იქვე ჩატარებული გამოკვლევით, მოსახლეობის 93 პროცენტს სჭირს სენი, რომელიც ჩერნობილის ავარიითაა გამოწვეული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში, დაფუძნდა ჩერნობილის ბავშვთა ფონდი, რომელიც ცდილობს რეგიონიდან ბავშვები ამერიკაში ჩაიყვანოს და 5 კვირით მაინც მოაშოროს მოწამლულ რეგიონს. ფონდს აშშ-ში უკრაინიდან ჩასული სვეტლანა კრასინსკა ხელმძღვანელობს. მან ჩვენს რადიოს უამბო, თუ როგორ შეიქმნა მისი ფონდი და რას აკეთებს ის. კრასინსკას ნაამბობის თანახმად, ბავშვები გომელის რეგიონიდან სან დიეგოში ჩაჰყავთ. იქ მათ ყველანაირ სამედიცინო გამოკვლევას უტარებენ და მკურნალობენ. მისივე მონათხრობის მიხედვით, ბავშვები სწრაფად მოღონიერდებიან ხოლმე, ფერზე მოდიან, ჭამის მადა მოსდით. ფონდი თანხებს ადგილობრივი მოსახლეობის შეწირულობიდან აგროვებს. ამ ფონდის საქმიანობა, რაც ბავშვების ამერიკაში ჩაყვანით გამოიხატება, არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. ამაზე კრასინსკა უპასუხებს:
[კრასინსკას ხმა]
“კამათობენ იმაზე, თუ რატომ უნდა გაიღონ ამდენი ფული იმისთვის, რომ ბავშვები ამერიკაში ჩაიყვანონ, მაშინ, როცა ამ ფულით ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება იქ. საქმე ისაა, რომ ასე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფული ბავშვებზე იხარჯება.”
ჯო ნეიბლი თვითნასწავლი მემანქანეა და სატრანსპორტო მომსახურების ფირმა აქვს ოჰაიოს შტატში; ამავე დროს, ჩერნობილის ბავშვთა საქველმოქმედო ფონდსაც ხელმძღვანელობს. მისი ფონდი 10-12 წლის ბავშვების, ასევე, ამერიკაში ჩაყვანით და იქ მკურნალობითაა დაკავებული. ნეიბლმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ მისი მიზანია ბავშვებს დაანახვოს, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ მსოფლიო არ ივიწყებს მათ.
ამერიკაში ამ ტიპის კიდევ ერთი ორგანიზაცია მუშაობს. “ჩერნობილის ცენტრის მეგობრები” - ასე უწოდებენ მისი დამაარსებლები ამ ორგანიზაციას. მას ხელმძღვანელობს ნორმა ბერკოვიცი, რომლის თანახმად, ჩერნობილის არეალში - რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში - მათ 13 ცენტრი აქვთ. ბერკოვიცი ამბობს, რომ მათი საქმიანობის მიზანი, პრაქტიკული დახმარების გარდა, დაზარალებულისთვის იმედის მიცემაა.
დაბოლოს, გაგაცნობთ შეერთებული შტატების ჩერნობილის ბავშვთა ალიანსს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს და რომლის მიზანი იმ ხალხის მოპოვება და ამოქმედებაა, ვისაც დახმარების გაწევა სურს. ორგანიზაციის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის სესილია კოლჰაუნის თქმით, კატასტროფა დიდი ხანია მოხდა და ჩერნობილი დაავიწყდათ. მაგრამ, მისივე თქმით, არაერთმა დაავადებამ სწორედ ახლა იჩინა თავი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; როგორც ცნობილია, ბევრიც უკვე დაავადებული იბადება და მათ დახმარება სჭირდებათ.