Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების


ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიესალმნენ კავშირის გადაწყვეტილებას, 2004 წელს თავის რიგებში მიიღოს ეს სახელმწიფოები.

ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიესალმნენ კავშირის გადაწყვეტილებას, 2004 წელს თავის რიგებში მიიღოს ეს სახელმწიფოები.
გუშინ, კოპენჰაგენში დამთავრებული სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, 2004 წლის 1 მაისს კავშირში ათი ახალი წევრი მიიღონ. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, მიკულაშ ძურინდამ ევროპასთან შეერთებას უწოდა შანსი, რომელიც აქამდე არც ერთ თაობას არ ჰქონია. [მიკულაშ ძურინდას ხმა] "სლოვაკეთისთვის ევროპის კავშირის კარი ფართოდ გაიღო. ევროპის კავშირი ხელახლა გააერთიანებს იმას, რაც მეოცე საუკუნემ გათიშა." პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ლეშეკ მილერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მისი ქვეყნის ოფიციალური მიწვევით მილიონობით პოლონელის ოცნება ასრულდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მედიეშის თქმით, მისი ქვეყანა კვლავ დაუბრუნდა საერთო ევროპულ სახლს. გუშინ, კოპენჰაგენში, დაძაბული, ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულ იქნა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც კავშირის გაფართოების დაწყების საშუალებას იძლევა.
XS
SM
MD
LG