Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი


უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პანკისის ხეობაში აღარ განმეორდება უწინდელი ვითარება,

უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადებით, პანკისის ხეობაში აღარ განმეორდება უწინდელი ვითარება,
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზაფხულისთვის ამ რეგიონში მდგომარეობის გამწვავება არ გამორიცხა.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ალასანიას სიტყვები იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გააქტიურება ბუნებრივად გამოიწვევს მებრძოლებისა და იარაღის მოძრაობის უფრო დიდ საჭიროებას, რასაც თოვლის დნობის პროცესში გზების გახსნაც დაემატება. ამ ფონზე კი, მისი თქმით, სპეცსამსახურებს ბევრად მეტი ყურადღება ჰმართებთ.
თუმცა, ალასანია დარწმუნებულია, რომ ის მდგომარეობა, რაც პანკისის ხეობაში თუნდაც ამ 6 თვის წინათ იყო, აღარ განმეორდება.
XS
SM
MD
LG