Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა ხელი


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შეერთებულ შტატებს უფლებას აძლევს,

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შეერთებულ შტატებს უფლებას აძლევს,
ერაყში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ინსპექცია ჩაატაროს თურქეთის სამხედრო ბაზებზე. ამასთანავე, ანკარას ვაშინგტონისთვის ჯერ ოფიციალურად არ შეუთავაზებია დახმარება საომარი მოქმედებების დროს. თურქეთი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც გაეროს ინსპექტორები ერაყის საკითხში თავიანთ დასკვნას გამოაქვეყნებენ. დღესვე, თურქეთის პრემიერმა ბაღდადს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა გაეროს რეზოლუციების დიდი მნიშვნელობა და ერაყის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG