Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტებმა დღეს ხუთი ობიექტი


გაეროს ექსპერტებმა დღეს ხუთი ობიექტი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია

გაეროს ექსპერტებმა დღეს ხუთი ობიექტი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია
და თავდაცვის სამინისტროს ქარხანა შეამოწმეს ერაყში. პარასკევს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს გაეროს ექსპერტებს ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ. თუმცა, როგორც ელ ბარადეის მიაჩნია, ერაყში თავიანთი მისიის წარმატებით დამთავრებისთვის, გაეროს განიარაღების ექსპერტებს სადაზვერვო უწყებათა დამატებითი მონაცემები ესაჭიროებათ. მოჰამედ ელ ბარადეიმ კვლავ მოუწოდა ბაღდადს - აქტიურად ითანამშრომლოს გაეროს ექსპერტებთან, სახელდობრ მისცეს მათ შესაძლებლობა, ხელისუფლების წარმომადგენელთა თანდასწრების გარეშე გამოჰკითხონ ერაყელი სამხედრო სპეციალისტები.
XS
SM
MD
LG