Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ხელისუფლებას ჯერჯეროით არ მიუღია


გერმანიის ხელისუფლებას ჯერჯეროით არ მიუღია გადაწყვეტილება ტერორისტულ ორგანიზაცია

გერმანიის ხელისუფლებას ჯერჯეროით არ მიუღია გადაწყვეტილება ტერორისტულ ორგანიზაცია
"ალ-ყაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 2 იემენელი მოქალაქის გაცემის შესახებ. მოჰამედ ალი ჰასან შეიხ ალ-მუჰამედი და საიდ მოჰამედ მოჰსენი პარასკევს დააპატიმრეს ფრანკფურტში აშშ-ის თხოვნით. იუწყებიან, რომ იემენის მთავრობამ დაპატიმრებულების დაბრუნება მოითხოვა სამშობლოში. გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ვიდრე გადაწყდება საკითხი მათი ბედის შესახებ დაკავებულები ციხეში უნდა დარჩნენ. ამერიკის სპეცსამსახურების მონაცემებით, ალ-მუჰამედი – იემენის დედაქალაქ სანას მთავარი მეჩეთის იმამი – "ალ-ყაიდის" დაფინანსებაში მონაწილეობდა. მოჰსენი – მისი თანაშემწე იყო.
XS
SM
MD
LG