Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასი" ტერაქტებს გეგმავდა


პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასი" ტერაქტებს გეგმავდა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ტივის მეშვეობით,

პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასი" ტერაქტებს გეგმავდა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ტივის მეშვეობით,
რომელიც დღეს გაანადგურეს ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის ნაპირთან. როგორც "ჰამასი" ამტკიცებს, ტივზე მეომარი იმყოფებოდა. თავდასხმის მიზანი უცნობია. ისრაელის არმიის ცნობით, ტივზე ადამიანები არ ყოფილან. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა დღეს დააპატიმრეს ცხრა პალესტინელი. სამი მათგანი იძებნებოდა ისრაელებზე თავდასხმების გამო. ქალაქ ჰებრონის მახლობლად, ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გაუხსნა ებრაელი ახალმოსახლის სახლს. ერთი ისრაელი მოკლეს, სამი დაიჭრა. ომკლულია თავდამსხმელიც. მეორე თავდამსხმელმა გაქცევა მოასწრო.
XS
SM
MD
LG