Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მისი


დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მისი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რუსეთში ხუთდღიანი ვიზიტი დაიწყო.

დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მისი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რუსეთში ხუთდღიანი ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების სპიკერებთან, სერგეი მირონოვთან და გენადი სელეზნიოვთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან ვლადიმირ რუშაილოსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან და ვიცე-პრემიერთან, ვიქტორ ხრისტენკოსთან. მოსკოვში შეკრებილ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ჩიხში შევიდა აფხაზეთის პრობლემის გამო. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პანკისის ხეობის გამაღიზიანებელი ფაქტორი მოხსნილია. "ამჟამად საქართველო მთლიანად აკონტროლებს პანკისის ხეობას, რომელიც ტერორისტებისგან გაწმენდილია", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. ქართველ პარლამენტართა ვიზიტი 24 იანვრამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG