Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და მისი მოკავშირეები გაააქტიურებენ


აშშ და მისი მოკავშირეები გაააქტიურებენ ძალისხმევას ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად.

აშშ და მისი მოკავშირეები გაააქტიურებენ ძალისხმევას ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად.
ამის შესახებ სამხედრო დანაშაულთა საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, პიერ რიჩარდ პროსპერმა განაცხადა სარაევოში, სადაც შეხვდა ბოსნიაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენელ პედი ეშდაუნს. პროსპერის თქმით, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად ემზადებიან სამოქმედოდ, რათა კარაჯიჩი ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე ჩაიყვანოს. მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.
XS
SM
MD
LG