Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, შეერთებული შტატები ერაყში იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვები არ არიან საამისოდ მზად.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, შეერთებული შტატები ერაყში იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვები არ არიან საამისოდ მზად.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პაუელმა თქვა აგრეთვე, რომ აუცილებელი არ არის გაეროს ინსპექტორებმა მასობრივი განადგურების იარაღი იპოვონ იმის დასადასტურებლად, რომ ერაყი არღვევს განიარაღების ვალდებულებებს. უპირველეს ყოვლისა ომის თავიდან ასაცილებლად ერაყმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი განიარაღდა. [პაუელის ხმა] "საქმე ეხება არა იმას, რომ ინსპექტორებმა მხრჩოლავი იარაღი უნდა იპოვონ. მთავარი ისაა, რომ ერაყმა ინსპექტორებს არ უთხრა, სად უნდა იპოვონ მასობრივი განადგურების იარაღი." დღესვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბი-ბი-სი-ს განუცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებს დრო უნდა მიეცეთ იმის წესიერად შესამოწმებლად, თანამშრომლობს თუ არა მათთან ერაყი. მაგრამ ამას თვეები არ უნდა დასჭირდესო.
XS
SM
MD
LG