Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის საგარეო

დღეს უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანატოლი ზლენკო ევროკავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანასა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანასტასიოს იანიტსისს შეხვდა.

ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადეს, რომ 2004 წლიდან ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ხელს შეუწყობს უკრაინის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში და არ გამოიწვევს ე.წ. "ახალი კედლის" წარმოქმნას. ზლენკომ განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს, რის თაობაზეც ხავიერ სოლანამ დასძინა, რომ მანამდე, სანამ უკრაინა ევროკავშირის გზას დაადგება, აუცილებელია ქვეყანაში საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება, ოპოზიციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG