Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე გაეროს


ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე გაეროს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი სკეპტიკურად აფასებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შემუშავებულ გეგმას.

ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე გაეროს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი სკეპტიკურად აფასებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შემუშავებულ გეგმას.
ბლიქსის აზრით, ერაყში მომუშავე ინსპექტორებს სულაც არ სჭირდებათ დაცვა გაეროს სამშვიდობო ძალების მხრიდან, რასაც პარიზისა და ბერლინის ერთობლივი გეგმა ითვალისწინებს. ეს გეგმა იტალიამაც უარყო. როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტონიო მარტინომ აღნიშნა, მსოფლიო თანამეგობრობა თავს უფლებას ვერ მისცემს, თავის რიგებში განხეთქილება დაუშვას მაშინ, როცა აუცილებელია მტკიცე ზეწოლის მოხდენა სადამ ჰუსეინზე გაეროს რეზოლუციების შესრულების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG