Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი - რეალობა


ვაშინგტონში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით - "აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი - რეალობა". მისი ორგანიზატორები იყვნენ შეერთებული

შატებისა და აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა, ასევე ამერიკა-საქართველოს და ამერიკა-თურქეთის ბიზნეს საბჭოები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე გია ჭანტურია, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული მილსადენების პროექტების განხორციელებით, აგრეთვე - აზერბაიჯანის ნავთობ-კორპორაციის პრეზიდენტი - ნატიკ ალიევი და "ბრითიშ პეტროლიუმის" წარმომადგენელი. აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა კასპიის აუზის სანავთობო ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში - სტივენ მანმა.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველს - ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც ესწრებოდა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციას. მან აღნიშნა:

[პეტრიაშვილის ხმა]
"ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ მიღწევებზე, რომელიც უკვე არის დაფიქსირებული და საქვეყნოდ აღიარებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის რეალიზების საკითხს. აღსანიშნავია ის, რომ არის აბსოლუტური ერთსულოვნება აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ხელმძღვანელებს შორის ამ გაზსადენის პროექტის განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ".

ეს გახლდათ შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი - ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ვაშინგტონში აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკულ დერეფანთა დაკავშირებული კონფერენციის შესახებ გვესაუბრებოდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG