Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ


ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ სრული სამხედრო თანამშრომლობის სანაცვლოდ 26 მილიარდი დოლარის დახმარების თაობაზე - ძალა დაკარგა.

ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის შეთავაზებულმა წინადადებამ სრული სამხედრო თანამშრომლობის სანაცვლოდ 26 მილიარდი დოლარის დახმარების თაობაზე - ძალა დაკარგა.
ამის შესახებ იტყობინება თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ალი ბაბაჯანი. პირველ მარტს თურქეთის პარლამენტმა კენჭისყრაში მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში 60 ათასი ჯარისკაცის განთავსებას, რომელთაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. ხვალ თურქეთის პარლამენტი განიხილავს მთავრობის ახალ მოთხოვნას, გაიხსნას საჰაერო სივრცე შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციისთვის. მაგრამ, როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა ოთხშაბათს საღამოს, ამერიკის თვითმფრინავებს არ მიეცემათ თურქეთის ტერიტორიაზე დასხდომის უფლება.
XS
SM
MD
LG