Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ მიემხრობა აშშ-ის ინიციატივას


რუსეთი არ მიემხრობა აშშ-ის ინიციატივას გაეროს მიერ ერაყის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ,

რუსეთი არ მიემხრობა აშშ-ის ინიციატივას გაეროს მიერ ერაყის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ,
თუ არ დადასტურდა, რომ ერაყს არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი.საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ამ საკითხზე ხუთშაბათს მოსკოვში ისაუბრა. მისი განმარტებით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა შეიტყოს, არის თუ არა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი. ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა გაეროს, გააუქმოს ერაყის წინაღამდეგ მოქმედი სანქციები, რათა შესაძლებელი გახადოს ქვეყნის რეკონსტრუქცია. ერაყთან დაკავშირებით იუწყებიან აგრეთვე, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ხუთშაბათს ბაღდადში შეიპყრეს სადამ ჰუსეინის ნახევარ-ძმა და მისივე მრჩეველი ბარზან იბრაჰიმ ალ-თიქრითი. 1979-83 წლებში ბარზანი ერაყის დაზვერვის უწყებას ხელმძღვანელობდა. ვაშინგტონიდან მოსული ინფორმაციით, კულტურის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო საბჭოს თავმჯდომარე მარტინ სულივანი თანამდებობიდან გადადგა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ ამერიკულმა ჯარებმა ვერ აღკვეთეს ბაღდადის მუზეუმიდან ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშების გატაცება. ერაყის კულტურული მემკვირეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა გაეროს მიერ ხუთშაბათს პარიზში ჩატარებული კონფერენცია. კონფერენციის მონაწილე ექსპერტების შეფასებით, მუზეუმის ნაწილი მაინც გაძარცვეს ორგანიზებულმა ბანდებმა, რომლებიც ანტიკური ეპოქის ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდას ეწევიან. კიდევ ერთი ცნობა ერაყის შესახებ: აშშ-ის არმიის სამოქალაქო ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ტიმ რეგენის თქმით, მისი ჰუმანიტარული მისია ბაღდადის დაცემიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ სულ 10 პროცენტით თუ არის შესრულებული. ტიმ რეგენმა საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესს" უთხრა, რომ მის საქმიანობას ყველაზე მეტად აბრკოლებს უშიშროების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარება.
XS
SM
MD
LG