Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში სხვადასხვა


რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა დღეს

რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა დღეს
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის 17-ი წლისთავთან დაკავშირებით. ამ ავარიის შედეგად 50 ათასი კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორიისა რადიაციით მოიწამლა; დაზარალდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი. ბელორუსიაში, სადაც რადიაციის შედეგად ყოველი მეხუთე, ანუ ორ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა, ოპოზიცია ტრადიციულ მსვლელობას აწყობს ლოზუნგით, "ხსოვნა მომავლისთვის". როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ბელორუსიის მილიონ ხუთასი ათასამდე მკვიდრი, დღემდე, რადიაციით მოწამლულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.დღეს მაიკოპში, ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა მემორიალური ძეგლი გაიხსნა. 1400 ადიღეელიდან, რომლებიც ხსენებულ სამუშაოებში მონაწილეობდნენ, 139 - გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი ხეიბარი გახდა.
XS
SM
MD
LG