Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნამა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნამა კოლინ პაუელმა უარყო ევროპული ქვეყნების გეგმა საერთო ჯარის შტაბის შექმნის შესახებ და განმარტა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნამა კოლინ პაუელმა უარყო ევროპული ქვეყნების გეგმა საერთო ჯარის შტაბის შექმნის შესახებ და განმარტა,
რომ ნატოს სჭირდება უკეთესი იარაღი და სამხედრო შესაძლებლობა და არა სამთაურო სტრუქტურა. პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ გეგმას მხოლოდ 4 სახელმწიფო მიემხრო.ევროპის კავშირის წევრი ოთხი ქვეყნის, ერაყში ომის მოწინააღმდეგე გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის და ლუქსემბურგისლიდერებმა დღეს შეთანხმებას მიაღწიეს შეიქმნას მრავალეროვნული ჯარის შტატბინა ევროპაში ოპერირებისთვის, ნატოს მონაწილეობის გარეშე. შეხვედრის მონაწილეთა მიმართ კრიტიკა გამოთქვევს ბრიტანეთმა, ნიდერლანდმა, იტალიამ და ესპნეთმა, ქვეყნებმა რომლებიც აშშ-ს ომში მხარს უჭერენ და ნატოს ევროპის უსაფრხოების საფუძვლად მიიჩნევენ. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ჟაკ შირაკმა და გერჰარდ შრიოდერმა განაცხადეს, რომ ამ ჯარის შექმნა არ ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკური ალიანსს.
XS
SM
MD
LG