Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში, სადაც სულ უფრო ვრცელდება


ჩინეთში, სადაც სულ უფრო ვრცელდება ატიპიური პნევმონიის, SARS-ის ეპიდემია, წლეულს გააუქმეს ტრადიციული საპირველმაისო უქმე დღეები.

ჩინეთში, სადაც სულ უფრო ვრცელდება ატიპიური პნევმონიის, SARS-ის ეპიდემია, წლეულს გააუქმეს ტრადიციული საპირველმაისო უქმე დღეები.
მილიონობით ჩინელს დღეს შინ დარჩენა მოუხდა, ვინაიდან მთავრობას აკრძალული აქვს მოგზაურობა და პიკნიკზე წასვლაც კი. ცნობების თანახმად, პეკინის განაპირა დასახლებებში ბარიკადებს აგებენ, რათა ვერავინ შეძლოს მოგზაურობა. პეკინის ხელისუფლება კი SARS-ის საგანგებო, 1000-ადგილიანი საავადმყოფოს გასახსნელად ემზადება. საგანგებო ზომების შესახებ იუწყებიან აგრეთვე ტაივანიდან, სინგაპურიდან და მალაიზიიდან. SARS-მა მსოფლიოში უკვე დაახლოებით 378 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირებულების რაოდენობა 5600-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG