Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა პირობა


აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მიიღებენ ზომებს ერაყში უშიშროების აღსადგენად.

აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მიიღებენ ზომებს ერაყში უშიშროების აღსადგენად.
ისინი უშიშროებაზე ზრუნვას მიიჩნევენ ომის შემდგომ ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის მთავარ ამოცანად მიიჩნევენ. თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის თქმით, დაგეგმილია ბაღდადის რეგიონში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდა. როგორც რამსფელდმა აღნიშნა, ამერიკელი სამხედროები ერაყში მიიღებენ ყველა ზომას საკუთარი თავის დასაცავად, თუმცა მანვე უარყო საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობა, თითქოს ჯარისკაცებს უფლება ჰქონდეთ, ესროლონ მძარცველებს. ბაღდადში ხუთშაბათს ამერიკული სამოქალაქო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, პოლ ბრემერის განცხადებით, უშიშროების აღდგენისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში ერთ-ერთი მიზანია ერაყში შარშან ამნისტიით გათავისუფლებული კრიმინალური ელემენტების შეპყრობა. [ბრემერის ხმა] "გვახსოვს, რომ სადამ ჰუსეინმა შარშან ოქტომბერში დაახლოებით 100 000 პატიმარი გაათავისუფლა. ამ ადამიანებიდან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იყო, მაგრამ იყვნენ ბოროტმოქმედებიც. დროა, ეს ადამიანები ციხეებში დაბრუნდნენ და ამის გაკეთებას ვაპირებთ კიდეც. გასული 48 საათის მანძილზე მათგან დაახლოებით 300 შევიპყარით."
XS
SM
MD
LG