სამხრეთ კავკასიაში ვიზიტმაც განაპირობა.
12 მაისის "ნეზავისიმაია გაზეტას" თქმით, "პოსტსაბჭოთა ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ისედაც აღელვებს მოსკოვს თავისი "მუდმივი არასტაბილურობით", უახლოეს თვეებში თუ არ გამწვავდა, გადაუჭრელ პრობლემებს მაინც შეუქმნის კრემლს. ერაყში აშშ-ის ბლიცკრიგის შემდეგ დსთ-ის თითქმის ყველა ქვეყანა მკვეთრად პროამერიკული გახდა".
ამისთან ერთად, გაზეთი წერს:
"რაც უფრო მეტ ხანს იწელება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივი დამოუკიდებლობა, მით მეტია შანსი, რომ ის იურიდიულ დამოუკიდებლობაში გადაიზარდოს, - ეს არის ბაქოსა და თბილისისათვის ძირითადი საფრთხე.
თუ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე ვისაუბრებთ, ისინი შეიძლება ასეთი იყოს.
ამერიკელები, რასაკვირველია, არ შეეცდებიან ვლადისლავ არძინბას ან რომელიმე არაღიარებული ლიდერის რეჟიმის დამხობას: აშშ არასოდეს იბრძვის ვინმეს ინტერესებისთვის, საკუთარის გარდა. მაშასადამე, მეორე (და უკანასკნელი) ვარიანტი თურქეთია. მაგრამ აშშ-ის უშუალო წახალისების გარეშე, სათუოა, თურქეთმა იომოს".
"ნეზავისიმაია გაზეტას" აზრით, "… თურქეთი არ წავა პირდაპირ აგრესიაზე. მაგრამ მას შეუძლია თავისი ჯარები შემოვლითი გზით, ანუ საქართველოს ტერიტორიის გავლით, გაგზავნოს. და სულაც არ არის ფაქტი, რომ "თბილისი არასოდეს დასთანხმდება ამას". საკითხის მთელი არსი საფასურშია. საქართველომ ყარაბაღში მიმავალ თურქეთს შეიძლება სთხოვოს, რომ გზად გადაჭრას აფხაზეთის პრობლემა და, შესაძლოა, ოსურიც. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, თურქეთს იოლად შეუძლია ამგვარი ამოცანების გადაჭრა".
თუმცა წერილის ავტორი არ არის დარწმუნებული, რომ ვაშინგტონი ასეთი ბლიცკრიგის ნებას დართავს ანკარას. მით უფრო, რომ ასეთ შემთხვევაში ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მთლიანად გაწყდება.
შემდეგ "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს:
"მაგრამ თბილისისა და ბაქოს მიერ მოწყვეტილი ტერიტორიების პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობით დაშანტაჟებამ, შესაძლოა, გაცილებით მეტი ეფექტი მოახდინოს, ვიდრე მისმა რეალიზაციამ. არადა, დაშინების ნიშნები უკვე შეიმჩნევა. შემდგომ ამ სვლას სრული მოცულობით გამოიყენებენ. ცხადია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ამერიკის (ან თურქეთის) ჯარების საქართველოსა და აზერბაიჯანში განლაგება პირდაპირ ზეწოლას მოახდენს მოსკოვსა და ერევანზე. ამასთან, ერევნის მოსკოვისგან იზოლაცია "ტექნიკის საქმედ" იქცევა. შედეგად, რუსეთი მთელ ამიერკავკასიას დაკარგავს".
15 მაისის გაზეთ "კრასნაი ზვეზდას" თქმით, "თბილისში უკვე გაკეთებულია არჩევანი აშშ-ის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა საკმაოდ შორსაა საქართველოდან. შეთანხმება შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიის გადაცემა ამერიკელ სამხედროთა კონტროლის ქვეშ, ხელმოწერილია და რატიფიცირებული. ამასთან საკუთარი შეიარაღებული ძალები უსარგებლო ატრიბუტად, რუდიმენტად გადაიქცევა და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში არმიის რეფორმირებაზე საუბრისას ამჟამად მის გაუქმებას გულისხმობენ".