Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საპრლამნეტო არჩევნებში პრეზიდენტის მომხრებმა გაიმარჯვეს


სომხეთში კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გამარჯვება პრეზიდენტის მომხრე პარტიებს ხვდათ წილად. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

სახალხო რეფერენდუმთან ერთად ტარდებოდა. თავიდანვე გეტყვით, რომ რეფერენდუმის შედეგზე, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შეიძლება მოჰყვეს, ძალიან მწირი გავრცელდა ინფორმაცია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ პრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც ამ ცვლილებებს საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებისთვის საჭიროებდა, რეფერენდუმს იმდენად დიდ ყურადღებას აღარ აქცევს. და ეს არც არის გასაკვირი, თუკი მისი მომხრე პარტიების მიერ მოპოვებულ შედეგებს გადავხედავთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სომხეთის პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არ არიან საკუთარი პარტიით ქვეყანაში წარმოდგენილი, ის რამდენიმე, შედარებით მცირე პარტიას ეყრდნობა. სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც ანდრანიკ მარქარიანი თავმჯდომარეობს, 25 პროცენტამდე ამომრჩეველი მიიმხრო. მოუსმინეთ "რადიო თავისუფლების" სომხურენოვნი რედაქციის ხელმძღვანელს ჰრაირ თამრაზიანს: [თამრაზიანის ხმა]
"ადგილობრივი მიმომხილველები ოპოზიციურ ბლოკს, "სამართლანობას" უწინასწარმეტყველებდნენ უპირატესობას, არავინ ელოდა, რომ პარლამენტში რესპუბლიკელებს ამდენი ადგილი ექნებოდათ, მაგრამ ყველა მოელოდა, რომ ქოჩარიანის მომხრეები, მთლიანობაში, ოპოზიციაზე მეტ ხმას მოაგროვებდნენ. შედეგი ქოჩარინისთვის ძალიან კარგია, ოპოზიციას შანსი აღარ ექნება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. ქოჩარიანს შეეძლება გაკეთოს ის, რაც სურს პარლამნეტში, მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში არ იქნება ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქოჩარიანზე გავლენის მოხდენა შეეძლება და ის მშვიდად შეძლებს მართოს ქვეყანა კიდევ 5 წელიწადი". რესპუბლიკურთან ერთად, სოლიდურ შედეგს მიაღწია ასევე პრეზიდენტის მხარდამჭერმა "ორინაც ერკირმა,"ეგრეთწოდებულმა "კანონების ქვეყანამ", პარტიამ, რომელმაც ხმების 14 პროცენტი მოაგროვა. პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა დაშნაკების ტრადიციულმა პარტიამაც. ახლა რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიციურმა სამართლიანობის - არტარუტიუნის სახელით ცნობილმა ბლოკმა, რომელსაც სტეფან დემირჭიანი უდგას სათავეში, 14 პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მიიმხრო. საქმე ის არის, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი წინასწარ აცხადებდა, თუკი მისი ბლოკი არჩევნებს წააგებს, ესე იგი არჩევნები გაყალბებულიაო. რას მოიმოქმედებს სტეფან დემირჭიანი, რა გზას დადგება, კვლავ დემონსტრაციებს მიმართავს, თუ სასამართლოში იჩივლებს, გამოჩნდება.
რაც შეეხება დარღვევებს სომხეთის საპარლამენტო არჩევნების დროს: ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიაზაციის მეთვალყურეებმა შენიშნეს, რომ დარღვევები ამჯერად არ იყო იმდენად მძიმე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს. თუმცა მძაფრი კრიტიკა გაისმა. "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის" მეთვალყურეების შეფასებით, სომხეთის საპარლამნეტო არჩევნებმა ჩაიარა სომხეთის საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. დარღვევებს, მათი აზრით, არ ჰქონია მასობრივი ხსიათი და შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG