Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეგვიპტის


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ ჰეიხში არაბ ლიდერებთან შეხვედრისას თქვა,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ ჰეიხში არაბ ლიდერებთან შეხვედრისას თქვა,
რომ ისრაელმა უნდა მიხედოს ებრაელთა დასახლების პრობლემას, სამშვიდობო გეგმის, ეგრეთწოდებულ საგზაო რუკის პირობების თანახმად: [ბუშის ხმა] "ისრაელს პასუხისმგებლობა აკისრია. ისრაელმა უნდა მოაგვაროს დასახლებების საკითხი, ისრაელმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ პალესტინელებს უნდა ჰქონდეთ ერთიანი ტერიტორია, რომელსაც სამშობლო შეეძლებათ უწოდონ". ბუშმა თქვა აგრეთვე, რომ რამდენიმე ტერორისტს არ უნდა მიეცეთ ნება ჩაშალონ ისრაელსა და პალესტინელებს შორის გარიგება და რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია მშვიდობის მიღწევისთვის.
ჯორჯ ბუში არაბი ლიდერების მხრივ სამშვიდობო გეგმის და პალესტინელთა პრემიერის მაჰმუდ აბასის მხარდაჭერას ესწრაფვის. ხვალ ბუში იორდანიაში სამმხრვ სამიტს გამართავს ისრაელისა და პალესტიელთა ავტონომიის პრემიერებთან ერთად.
XS
SM
MD
LG