Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალთა ოთხეული


ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალთა ოთხეული ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამშვიდობო გეგმის გადასარჩენად.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალთა ოთხეული ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამშვიდობო გეგმის გადასარჩენად.
ლაპარაკია "გზამკვლევის" სახელწოდებით ცნობილ გეგმაზე. ოთხეულის განცხადების ფონია ძალადობის ახალი ტალღა დაპირისპირებულ მხარეებს შორის: დღეს ისრაელის მიერ გასამხედროებულ დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნა მოკლული, ბოლოხანს თავდასხმები განახორციელეს პალესტინელებმაც. ოთხეულში შემავალმა აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერომ და რუსეთმა მხარეებს სახელდობრ მოუწოდეს, უარი თქვან ზომებზე, რომლებიც გააგრძელებდა ძალადობას. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე "ჰამასის" ლიდერის, აბდულა კავასმეჰის მოკვლა ხელს არ შეუწყობს უშიშროების განმტკიცებას: [ანანის ხმა] ისრაელი სამხედროების მოქმედება, რომლის შედეგად პალესტინელი სამოქალაქო პირები იღუპებიან, არ ემსახურება უშიშროებას და ძირს უთხროს ნდობასა და თანამშრომლობის პერსპექტივას". ჰამასის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის მოკვლის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმაც, მაგრამ, მისივე თქმით, სამშვიდობო ძალისმხევა არ უნდა შეჩერდეს. ოთხეულის შეხვედრა იორდანიაში, მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე გაიმართა.
XS
SM
MD
LG