Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა


რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ ილიესკუმ მოსკოვში ხელი მოაწერეს ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულებას.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ ილიესკუმ მოსკოვში ხელი მოაწერეს ორმხრივი ურთიერთობის ხელშეკრულებას.
ილიესკუმ ხელმოწერის ცერემონიაზე თქვა, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერობათა აღდგენაზე მიანიშნებს. დოკუმენტი, რომელიც თითქმის ათწლიანი მოლაპარაკების შედეგია, არ ეხება ორ ქვეყანას შორის ისტორიულ უთანხმოებას. რუმინეთი მოითხროვს სპარსეთისგან დაგმოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, საბჭოთა მთავრობის მიერ და ნაცისტებთან დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვით, 1940-ში მოსკოვმა რუმინეთის ორი ოლქი დაიკავა. რუმინეთი ასევე მოითხოვს, რუსეთმა დააბრუნოს რუმინეთის საგანძური მიტაცებული პირველ მსოფლიო ომში. ორი ქვეყნის ოფიციალური პირების თანახმად, პაქტის დაგმობა იურიდიული ძალის არ მქონე პოლიტიკური განცხადების სახით მოხდება, მასში დაგმობილ იქნება ასევე ნაცისტურ გერმანისთან რუმინეთის თანამშრომლობა. ორივე მხარე შეთანხმდა აგრეთვე, საგანძურის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე.
XS
SM
MD
LG