Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს განაცხადა,
რომ მეტი დროა საჭირო იმისთვის, რათა ერაყში ბოლო მოეღოს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმებს. რადიოსადგურ მონტე კარლოსათვის მიცემულ ინტერვიუში პაუელმა თქვა, რომ თავდამსხმელები ახერხებენ მიმალვას, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდებიან. უშიშროების საბჭოსათვის პარასკევს გაგზავნილ საანგარიშო მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავს, რომ ამჯერად პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება ერაყში სამხედრო ოკუპაციის დამთავრების მიზნით კონკრეტული გრაფიკის შემუშავებას. ანანის თქმით, მნიშვნელოვანია ამასთანავე, რომ ერაყელმა ხალხმა შეიტყოს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის ზუსტი თარიღი. ამასობაში იუწყებიან, რომ დღეს მოხალისეთა გაწვევა დაიწყო ერაყის ახალ არმიაში. მოხალისეთა ჩაწერა ქალაქებში: ბაღდადში, ბასრასა და მოსულში მიმდინარეობს. მსურველთა შორის ბევრია სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი ჯარისკაცი. პირველი ათასკაციანი შეანაერთის წვრთნა აგვისტოში დაიწყება. ერთი წლის შემდეგ ჯარი 12 ათასკაცამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2 წლის შემდეგ - 40 ათასამდე.
XS
SM
MD
LG