Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში სამთავრობო ჯარებსა


ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის წუხანდელი შეტაკებები დღესაც გაგრძელდა.

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის წუხანდელი შეტაკებები დღესაც გაგრძელდა.
პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის ერთგული ჯარისკაცები და გასამხედროებული დაჯგუფებები მეამბოხეთა მორიგი ფართომასშტაბიანი იერიშის მოსაგერიებლად ემზადებიან. ჩარლზ ტეილორი ქვეყნის ტერიტორიის სულ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს.
დაჯგუფება "შერიგებისა და დემოკრატიისათვის გაერთიანებული ლიბერიელების" წევრმა მეამბოხეებმა შაბათს, გააფთრებული შეტაკებების შემდეგ გადალახეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი მონროვიის მახლობლად - ქალაქი პანიკითაა მოცული. ლიბერიაში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბლეინიმ მეამბოხეებს მოუწოდა, შეაჩერონ მონროვიაზე იერიში და არ დაუშვან სისხლისღვრის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG