Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედრო პირებმა გამოაქვეყნეს სადამ


ამერიკელმა სამხედრო პირებმა გამოაქვეყნეს სადამ ჰუსეინის ვაჟიშვილების, უდაისა და კუსაის სისხლიანი გვამების ფოტოგამოსახულებები იმის დასამტკიცებლად,

ამერიკელმა სამხედრო პირებმა გამოაქვეყნეს სადამ ჰუსეინის ვაჟიშვილების, უდაისა და კუსაის სისხლიანი გვამების ფოტოგამოსახულებები იმის დასამტკიცებლად,
რომ ორივე დაიღუპა სამშაბათს ამერიკელ სამხედროებთან შეტაკებაში. ეს გამოსახულებები უმალვე აჩვენეს ტელეკომპანია CNN-მა და წამყვანმა არაბულენოვანმა ტელეკომპანიებმა, რომელთაც ერაყში ბევრი მაყურებელი ჰყავს. მანამდე უდაისა და კუსაის გვამები ბაღდადში აჩვენეს ერაყის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრს. საბჭოს წევრის, ერაყის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ადნან ფაჩაჩის მიერ გამოთქმული ვარაუდით, სადამ ჰუსეინის ორი ვაჟის მოკვლა დააჩქარებს ერაყში ამერიკელ და მათ მოკავშირე სამხედრო პირებზე თავდასხმების შეწყვეტას. ეს ვარაუდი ფაჩაჩიმ ლონდონში ვიზიტის დროს გამოთქვა: [ადნან ფაჩაჩის ხმა] "მათმა სიკვდილმა შესაძლოა, დააჩქაროს ბოლოდროინდელი ძალადობის აქტების შეწყვეტა. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ სამიზნეში ახლა თვით სადამ ჰუსეინს ამოიღებენ". ფაჩაჩიმ გამოთქვა აგრეთვე ვარაუდი, რომ ერაყში 18 თვეში აღდგება თვითმმართველობა. ხუთშაბათს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში სამი ამერიკელი ჯარსიკაცის სიცოხლე შეიწირა მათ ბადრაგზე თავდასხმამ. თავდასხმა შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის წევრებზე ქალაქ მოსულის სიახლოვეს, სასროლი იარაღითა და ნაღმებით განხორციელდა. 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ შეტაკებაში, რომლის დროსაც უდაი და კუსაი მოკლეს.
XS
SM
MD
LG